ევროკავშირმა მოამზადა ამერიკული პროდუქციის სია, რომელზეც საბაჟო გადასახადებს გაზრდის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის საპასუხოდ.
ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ევროკავშირის საპასუხო ზომები თითქმის 100 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელს მოიცავს. ჩამონათვალი ევროკომისიამ დღეს, 8 მაისს წარმოადგინა.
რომელი საქონელი დაექვემდებარება ახალ გადასახადებს?
სიაში შედის თვითმფრინავები, მსუბუქი ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ქიმიკატები და პლასტმასები, ასევე რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ჩამონათვალში შესულია ბურბონი და სხვა სპირტიანი სასმელებიც, იმის მიუხედავად, რომ ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია კომისიიისგან მათ ამოღების მოითხოვდნენ.
გამოცემის ცნობით, ეს 200-გვერდიანი სიის მხოლოდ ნაწილია, რომელიც ჯამში 4800-ზე მეტ პროდუქტს მოიცავს.
ევროსტატის მონაცემებით, ამ საქონლის იმპორტმა ევროკავშირში 2024 წელს 109 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ყველაზე დიდი წილი თვითმფრინავებზე მოდის – 13 მილიარდზე მეტი, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 7 მილიარდი ევროს ღირებულებით.
ევროკავშირი ასევე განიხილავს ჯართისა და ქიმიური პროდუქტების, სულ 4.4 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტის შეზღუდვას.