სანქცირებული რუსული კომპანიების სიას შესაძლოა, ჩინური კომპანიებიც დაემატოს.
ევროკავშირი იხილავს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ Financial Times წერს.
ეს ბრიუსელის პირველი მსგავსი ინიციატივაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
შვიდ ჩინურ კომპანიას ბრალი ედება სამხედრო აღჭურვილობის გაყიდვაში, რომელიც გამოყენებულია იარაღში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირის ქვეყნებმა ამ კვირაში უნდა განიხილონ.
ამ ჩამონათვალიდან ზოგიერთი ჩინური კომპანია უკვე დაექვემდებარა აშშ-ის სანქციებს. მათ შორის 3HC Semiconductors და King-Pai Technology და ასევე, ორი კომპანია ჰონგ-კონგიდან – Sinno Electronics და Sigma Technology.