ევროპის სტატისტიკის სამსახურის პროგნოზით, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა 2100 წლისთვის 6%-ით შემცირდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებთა რიცხვი 27,3 მილიონით დაიკლებს და 420 მილიონამდე ჩამოვა.
შემცირება ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის ხარჯზე მოხდება. ხოლო 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობა მოიმატებს.
ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი იანვრისთვის ევროკავშირში 451 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობა 2021 წლის შემდეგ დაახლოებით 8 მილიონით არის გაზრდილი, რასაც ევროსტატი უკრაინელი ლტოლვილების შესვლას უკავშირებს.
ევროპის მოსახლეობა მაქსიმალური რაოდენობას – 453 მილიონ ადამიანს 2026 წელს მიაღწევს.
2021 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობა გაიზარდა ევროკავშირის 16 ქვეყანაში, ხოლო 9 ქვეყანაში კლება დაფიქსირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აქვს ლუქსემბურგს (26%), მალტას (24%) და შვედეთს (10%); კლება – ბულგარეთს (11%), ხორვატიას (10%), ლატვიას (9%) და ლიტვას (8%).
მოსახლეობის რაოდენობით 2021 წელს ლიდერები იყვნენ გერმანია (83,2 მილიონი), საფრანგეთი (67,9 მილიონი), იტალია (59 მილიონი), ესპანეთი (47,4 მილიონი) და პოლონეთი (37 მილიონი).