ევროსტატის წინასწარი შეფასებით, დეკემბერში ევროზონაში წლიური ინფლაცია 2,4%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ივლისის შემდეგ.
სამომხმარებლო ფასები ევროპაში ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. ნოემბერში ინფლაცია 2.2%-ს შეადგენდა.
დეკემბერში ენერგომატარებლებზე ფასები გაიზარდა 0.1%-ით, წინა თვეში არსებული -2%-დან. მომსახურების ფასები ასევე გაიზარდა 4%-მდე დეკემბერში, ნოემბრის 3,9%-დან.
ალკოჰოლის, სურსათისა და თამბაქოს ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა.
2024 წლის ნოემბერთან შედარებით, წლიური ინფლაცია დაეცა შვიდ წევრ ქვეყანაში, ერთში სტაბილური დარჩა და ცხრამეტში გაიზარდა.
ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა ირლანდიაში (1,0%), იტალიაში (1,4%), ლუქსემბურგში, ფინეთსა და შვედეთში (1,6%).
ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებლები დაფიქსირდა რუმინეთში (5.5%), უნგრეთში (4.8%) და ხორვატიაში (4.5%).
გერმანიაში ინფლაცია დეკემბერში 2,8%-მდე გაიზარდა, ნოემბრის 2,4%-დან, ხოლო საფრანგეთის ინფლაცია 1,8%-მდე გაიზარდა(წინა თვეში 1,7% იყო). დეკემბერში იტალიის ინფლაცია 1,4%-მდე დაეცა, 1,5%-დან.
გერმანიაში ინფლაცია ძირითადად გაიზარდა სურსათისა და მომსახურების ფასების გამო.
ისევე როგორც გერმანიაში, საფრანგეთშიც ფასების ზრდას ხელს უწყობს ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა.
იტალიაში ინფლაციის კლება ძირითადად სამრეწველო საქონლისა და მომსახურების ფასების შემცირებით არის განპირობებული.