ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით – 3.2%-დან 3.5%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 20 წელის რეკორდული მაჩვენებელია.
ECB მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ფასების ზრდის შეკავებას ცდილობს.
გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ მაღალი ინფლაცია გახდა. ევროზონის ქვეყანაში ინფლაციის დონე მაისში 6.1%-ის ფარგლებში იყო, რაც ბევრად აღემატება 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს.
ევრობანკი პოლიტიკის გამკაცრებას არც მომავალში გამორიცხავს და იმედოვნებს, რომ ამგვარად ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირებას შეძლებს.
ცნობისთვის, გუშინ, 14 ივნისს, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.