HSBC -ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ევრობანკი(ECB) მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს და საპროცენტო განაკვეთებს ყოველ მომდევნო ხუთ შეხვედრაზე შეამცირებს.
ევროპის ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ შეამცირებს განაკვეთებს იმაზე სწრაფად, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი, ამბობენ HSBC ექსპერტები. ამის შესახებ MarketWatch წერს.
მათი პროგნოზით, 2025 წლის აპრილამდე მარეგულირებელი ყოველ შეხვედრაზე განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით (bps) შეამცირებს. აპრილის ჩათვლით ევროპის ცენტრალურ ბანკს 5 სხდომის გამართვა მოუწევს.
ამჟამად ECB-ის განაკვეთი 3.5%-ია და 2025 წელის აპრილისთვის მის 2,25%-მდე შემცირებას ელიან. ECB-მ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ციკლი 2024 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც განაკვეთი 3.75% იყო. სექტემბერში განაკვეთი მეორედ შემცირდა.
ეკონომისტების აზრით, ევროპის ეკონომიკა სუსტია და თუ განაკვეთები დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დარჩება, ეკონომიკური აქტივობა შენელდება და უმუშევრობა გაიზრდება.