აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ გლობალურ რეზერვებში დოლარის წილის თანდათანობით შემცირებას უნდა ელოდოს.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ალტერნატიულ ვალუტაზე გადადის.
თუმცა, იელენი აღნიშნავს, რომ დოლარს ვერანაირი ალტერნატივა ვერ ჩაანაცვლებს და რომ „დოლარი არის დომინანტური სარეზერვო აქტივი“.
ბოლო დროს აშშ დოლარის ოდენობა არაამერიკული ცენტრალური ბანკების რეზერვებში მართლაც მკვეთრად შემცირდა.
ირანი და რუსეთი დოლარის გაუქმებისთვის იბრძვიან. სანქციების დაწესების შემდეგ, ისინი სხვა ქვეყნებსაც აიძულებენ, არ გამოიყენონ დოლარი ფინანსურ ოპერაციებში.
ჩინეთმა, ირანისა და რუსეთის მნიშვნელოვანმა მოკავშირემ, ასევე, ინდოეთმა და მალაიზიამ, დედოლარიზაციის გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთი აფრიკა) ასევე განიხილავენ ახალი ვალუტის შექმნას.
ამ დროს შეერთებული შტატები სახელმწიფო ვალის კრიზისს განიცდის, რაც ზრდის აშშ დოლარის დასუსტების რისკს.