ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

დედაქალაქი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში ერთვება

ავტორი Nato
16:36, 8 ივნისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
კახა კალაძე რატი ბრეგაძე მიწის სისტემური რეგისტრაცია

თბილისის მერია

გაზიარებაგაზიარება

თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის მიზნით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში დედაქალაქის ჩართვით ხელი შეეწყობა როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებების, ასევე, მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას.

„იუსტიციის სამინისტროსთან ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თბილისის ტერიტორიაზე დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება. ეს პროექტი დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამ პროცესში ჩართული არ იყო თბილისის მუნიციპალიტეტი, ამიერიდან კი თბილისში სისტემური რეგისტრაციის დაწყება ხელს შეუწყობს იმ მოქალაქეების საკუთრების უფლების და ინტერესების დაცვას, რომლებსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქვთ მიწის ნაკვეთები და მას აქამდე სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო ვერ არეგისტრირებდნენ. ამ პროექტის განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებისა და მისი ტერიტორიების იდენტიფიცირების მიზნითაც“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტს საჯარო რეესტრი განახორციელებს, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ უწყებების გაერთიანებული ძალისხმევა, ეფექტიანი კოორდინირებული მუშაობა ზრდის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ხარისხს. მინდა წარმატება ვუსურვო საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას. ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ოჯახი ელოდება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს, ამ პროექტის განხორციელებით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – თქვა კახა კალაძემ.

პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება და სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნას უზრუნველყოფს.

პროექტი მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისკენ და მიზნად ისახავს შერჩეულ არეალებში, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე შესაბამის უფლებამოსილ პირთა საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას, ცალკეულ შემთხვევაში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებას, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას.

პროექტის განხორციელების შედეგად, ასევე, იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

თეგები: თბილისის მერიაიუსტიციის სამინისტროკახა კალაძემიწის სისტემური რეგისტრაციარატი ბრეგაძეურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დაკავშირებული სიახლეები

გაზი, გაზმომარაგება, ავარია
ბიზნესი

კალაძე ამბობს, რომ თბილისში გაზსადენის მესამე პირის მიერ დაზიანება არ დასტურდება

14:58, 12 თებერვალი, 2025
გადახდის აპარატები ავტობუსში
საზოგადოება

საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩართვის გამო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატები გაითიშა

12:49, 24 იანვარი, 2025
თბილისის მერია, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი,
საზოგადოება

თბილისის მერიის 150-ზე მეტი თანამშრომელი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება

20:18, 30 ნოემბერი, 2024
მიწის რეგისტრაცია,
ეკონომიკა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადა 2026 წლამდე გახანგრძლივდა

11:44, 23 ოქტომბერი, 2024

ბოლო სიახლეები

პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

20 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

3 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved