ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

დავით ნარმანია: სემეკის მიერ  ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება

ავტორი Nona
15:16, 15 მარტი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
დავით ნარმანია: სემეკის მიერ  ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება

ფოტო: სემეკი

გაზიარებაგაზიარება

სემეკში დღემდე შესული 20 ათასამდე განცხადება/საჩივრიდან, უმრავლესობა კომისიამ მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყვიტა და მათ 25 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„სემეკი დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. სემეკის სლოგანი –  „როცა ბალანსი დაცულია“ სრულად ასახავს სემეკის საქმიანობის პრინციპს. შემუშავებულია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. მომხმარებელსა და კომპანიებს შორის სადავო საკითხების მარტივი განხილვის პროცედურები უზრუნველყოფისათვის, სემეკში 2014 წელს ჩამოყალიბდა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, სადაც დღემდე შემოვიდა 20 ათასამდე განცხადება/საჩივარი. კომისიამ მიიღო 10 ათასზე მეტი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელთა უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. სემეკის მიერ  ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება. გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემულია 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია”,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, 2019 წელს სემეკს მიენიჭა ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მომხმარებელზე ორიენტაცია. კომუნალური სერვისების მიღება მოქალაქეებს ერთიანად, იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. ამოქმედდა *303#-ის სატელეფონო მომსახურება. ამ სერვისის საშუალებით, შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება და კომპანიებისთვის მიმართვა. დღემდე, *303#-ის მომსახურებით 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

კომისიაში დაინერგა დავების გამარტივებული განხილვის წესი. მარტივი დავისას გადაწყვეტილებას მიღება ხდება საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, კომისია ამჟამად მუშაობს მომხმარებლის ერთიან პორტალზე, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში მიაწვდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებულ ყველა სერვისს.

13-17 მარტს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

 

 

თეგები: დავით ნარმანიამომხმარებლის უფლებებისემეკი

დაკავშირებული სიახლეები

ლაშა აბაშიძე, საქართველოს რკინიგზა
ეკონომიკა

“საქართველოს რკინიგზის” გენდირექტორი დავით ფერაძის ნაცვლად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

15:29, 7 მაისი, 2025
მელიორაცია, მორწყვა, სარწყავი სისტემა
ეკონომიკა

სემეკმა შპს „საქართველოს მელიორაციას“ ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა დაავალა

15:40, 18 ივლისი, 2024
სემეკი, ენერგეტიკული ბირჟა,
ეკონომიკა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს: სემეკი

16:07, 4 ივლისი, 2024
დავით ნარმანია: სემეკის მიერ  ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება
ეკონომიკა

სემეკი კომუნალური კომპანიების მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს 

10:21, 12 აპრილი, 2024

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

10 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved