შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტს თმობს 

ავტორი Nona
14:54, 18 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
დავით კეზერაშვილი BBC-ის გამოძიების საპასუხო წერილს აქვეყნებს
გაზიარებაგაზიარება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის წილის ნახევარს მის თანამშრომლებს გადასცემს. ხოლო ოლიგარქიული რეჟიმის დასრულების შემდეგ, მათ დარჩენილ წილსაც დაუთმობს.

„ვიღებ გადაწყვეტილებას, ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მის სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია).

გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, “ფორმულას” კოლექტივსავე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში“, – წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.

იგი ამბობს, რომ „პროცესებიდან გასვლას“ არ განიხილავს, მის ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად. რადგან საქართველოში დღეს რთული ვითარებაა და  „სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის“.

დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით წერს, რომ მასში გავიდა არაერთი უზუსტობა და მათ გაბათილებას სასამართლოში შეეცდება.

„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების ჰაბის მფარველობაში.

აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს“, – აცხადებს კეზერაშვილი.

BBC-იმ 12 აპრილს გამოაქვეყნა სტატია ქოლცენტრების გლობალური ქსელის შესახებ. მალევე, ამ თემაზე ეთერში გავიდა თითქმის 50- წუთიანი საგამოძიებო ფილმი, სადაც  თაღლითობის სქემასთან დავით კეზერაშვილის კავშირზეა საუბარი.

თეგები: BBCდავით კეზერაშვილიფორმულა

დაკავშირებული სიახლეები

სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,
ბიზნესი

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

15:56, 16 მაისი, 2025
რეკლამა ტელერეკლამა რადიორეკლამა
ბიზნესი

2024 წლის III კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების 35% “იმედმა” მიიღო

15:23, 20 დეკემბერი, 2024
ქოლ ცენტრები, დავიტ კეზერაშვილი
საზოგადოება

FSB აცხადებს, რომ რუსეთში გამოავლინა დავით კეზერაშვილის „ქოლ-ცენტრების” ქსელი

11:01, 9 დეკემბერი, 2024
ტელევიზების სარეკლამო შემოსავალი, კომუნიკაციების კომისია,
ბიზნესი

ვინ აფინანსებენ ტელევიზიებს – ტოპ-10 კომპანია

17:27, 8 თებერვალი, 2024

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved