თხევადი ბუნებრივი აირის მსოფლიოში უმსხვილესმა მიმწოდებელმა კომპანია Jera Co-მ განაცხადა, რომ წელს ფასები გაიზრდება, რადგან ზამთარი შეიძლება წინაზე ცივი იყოს.
Jera Co-ს ხელმძღვანელმა იუკიო კანიმ თქვა, რომ LNG-ის ფასები გასულ წელს რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა, რადგან ზამთარი მოსალოდნელზე თბილი იყო. მაგრამ ტემპერატურა მომავალ ზამთარს შეიძლება შეიცვალოს.
შესაბამისად, ევროპაში იმპორტის მოცულობა გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ჩინეთიც გაზრდის შესყიდვებს პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. შესაბამისად, ფასები სავარაუდოდ, ისევ აიწევს.
2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე.
2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ევროპამ შეძლო, შეემცირებინა რუსულ გაზზე დამოკიდებულება.