დააკავეს პირი, რომელმაც აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები გაავრცელა. ის არის მასაჩუსეტსის საჰაერო ეროვნული გვარდიის დაზვერვის ჯგუფის ჯარისკაცი – 21 წლის ჯეკ ტეიშერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯეკ ტეიშერა FBI-მ ხუთშაბათს საკუთარ სახლში, მასაჩუსეტსის ქალაქ დატონში დააკავა. ის ბოსტონის სასამართლოს წინაშე პარასკევს წარდგება.
ტაიშერას ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის არასანქცირებული ამოღება და გავრცელება. ის თვეების განმავლობაში სოციალური მედიის პლატფორმა Discord-ის ჩატში მეგობრებს საიდუმლო ინფორმაციას უზიარებდა.
გაჟონილ მასალები შეიცავდა აშშ-ის შეფასებებს უკრაინაში ომის შესახებ, ასევე, საიდუმლო ინფორმაციას ამერიკის მოკავშირეებზე.
პენტაგონი აცხადებს, რომ ხელახლა შეისწავლის საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების საქმეს.
ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ახლოს იყვნენ იმ პირის იდენტიფიცირებასთან, რომლისგანაც საიდუმლო დოკუმენტებმა გაჟონა.