ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

გზავნილებით უზრუნველყოფილ კრედიტებზე ხელმისაწვდომობა იზრდება

ავტორი Nona
12:59, 22 თებერვალი, 2023
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
გზავნილებით უზრუნველყოფილ კრედიტებზე ხელმისაწვდომობა იზრდება

vitalisgroup

გაზიარებაგაზიარება

მოქალაქეებს, რომლებიც კრედიტის მისაღებად სესხის გამცემ ორგანიზაციებს მიმართავენ, საშუალება ექნებათ ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციაც წარუდგინონ.

უცხო ქვეყნიდან მიღებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ბაზაში იქნება დაცული. ხოლო სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
აღნიშნული ცვლილება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. სებ-ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზანს მოსახლეობისათვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს, შესაბამისად,  დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი.
ინფორმაცია, რომელიც საკრედიტო ბიუროს ბაზაში მოიყრის თავს, ძირითადად მოიცავს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ისეთი მონაცემების მიწოდებას როგორებიცაა:

  • ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;
  • გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);
  • განაღდების თარიღი;
  • მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);
  • მიმღების მოქალაქეობა;
  • თანხის ოდენობა;
  • ვალუტა.

აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავალზე წვდომა მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ექნებათ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე განაცხადოს უარი.
საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბერში განახორციელა. კრედიტინფო ფულადი გზავნილების სახით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციას ერთი წლის მანძილზე შეინახავს.

თეგები: ეროვნული ბანკიკრედიტინფო საქართველოფულადი გზავნილები

დაკავშირებული სიახლეები

ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკებმა მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ
ბანკები და ფინანსები

რა შემთხვევაში შეარბილებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას?

12:44, 7 მაისი, 2025
ფულადი გზავნილები
ბანკები და ფინანსები

მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი RIA -ს მეშვეობით გადმოირიცხა

21:48, 15 აპრილი, 2025
ფულადი გზავნილები, გადმორიცხვები
ბანკები და ფინანსები

მარტში აშშ-დან ფულადი გზავნილები 22%-ით გაიზარდა, რუსეთიდან 29%-ით შემცირდა

19:57, 15 აპრილი, 2025
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია
ბანკები და ფინანსები

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ე.წ. შავ „სიაშია“: “საზოგადოება და ბანკები”

12:50, 10 აპრილი, 2025

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

10 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved