ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. მიზანი – მუშახელის მიზიდვაა

ავტორი Nona
15:45, 29 მარტი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. მიზანი – მუშახელის მიზიდვაა

https://theindustry.beauty/

გაზიარებაგაზიარება

გერმანია ამზადებს ახალ კანონს, რომელიც უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს.

კანონში ცვლილების მიზანი კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების შემსუბუქებაა, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს გამწვავდა. ქვეყნის მთავრობას ამგვარად სურს, რომ ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი კადრი მოიზიდოს.

კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებმა უახლოეს თვეებში უნდა განიხილონ, ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:

  • რეზიდენტ პირებს, შეეძლებათ მოქალაქეობის მისაღებად მიმართონ ქვეყანაში ცხოვრებიდან 5 წლის შემდეგ, 8 წლის ნაცვლად
  • მათ, ვინც ინტეგრაციისთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს, მაგალითად, გერმანულ ენას დაეუფლება, განაცხადის შეტანა 3 წლის შემდეგ შეეძლება.

ახალი კანონით, ასევე, გაუქმდება ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვაც. ემიგრანტებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აღარ მოუწევთ თავიანთი ქვეყნის ეროვნების დათმობა. ამჟამად ამის უფლება აქვთ მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის მქონე პირებს ან მათ, ვისაც ერთი მშობელი ჰყავთ გერმანიიდან.

ეს იქნება კანადის ქულების სისტემაზე დაფუძნებული საიმიგრაციო რეფორმა, რაც ქვეყანაში შესვლას გაუადვილებს კვალიფიციურ მუშახელს. მათ აღარ დასჭირდებათ გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის  დოკუმენტის წარდგენა და საკმარისი იქნება სამუშაო გამოცდილების ქონა.

ახალი საიმიგრაციო რეფორმა ყველაზე დიდი ცვლილებაა 2000 წლის შემდეგ, როცა ემიგრანტი მშობლების ბავშვებისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების სისტემა ამოქმედდა. ამის მიუხედავად, გერმანიაში, სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, ბევრად მკაცრი სისტემა მოქმედებდა.

იანვრის კვლევამ აჩვენა, რომ გერმანული კომპანიების ნახევარზე მეტს უჭირს ვაკანსიების შევსება კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობის გამო.

ქვეყანა ებრძვის სამუშაო ძალის კრიზისს, რადგან ხანდაზმული დასაქმებულები სამსახურს ტოვებენ. მსგავსი პრობლემებია ბევრს სხვა ქვეყანაშიც, სადაც ცდილობენ, კვალიფიციური მუშაკების მიზიდვას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს მათ ეკონომიკაში.

დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი – ქვეყნის 80-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 12% ამჟამად ქვეყანაში გერმანული პასპორტის გარეშე ცხოვრობს.

თეგები: გერმანიამიგრაციამოქალაქეობის გამარტივებამუშახელის დეფიციტი

დაკავშირებული სიახლეები

ფრიდრიხ მერცი, გერმანია, ბუნდესტაგი
ეკონომიკა

ევრო და გერმანული კომპანიების აქციები ეცემა მერცის ისტორიული მარცხის გამო

15:19, 6 მაისი, 2025
ტურიზმის ადმინისტრაცია, ტურისტები
ეკონომიკა

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების რიცხვი შემცირდა- სტატისტიკა

11:23, 28 აპრილი, 2025
საქართველოს მოქალაქეობა
საზოგადოება

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 მოქალაქეს მიანიჭეს – 66% რუსეთიდანაა

13:57, 25 აპრილი, 2025
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამარშრუტო რაქსი, მგზავრები, გაჩერება
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 შეადგინა – რის ხარჯზე არის ზრდა

12:08, 25 აპრილი, 2025

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

4 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

7 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

8 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

8 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

8 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved