PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების თრექერი აჩვენებს, რომ წელს ვაკანსიების რაოდენობა გაზრდილია.
კვლევითი ცენტრის ანალიზის მიხედვით, 2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 42,075 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 1.1%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისში გამოქვეყნებულთან შედარებით.
წელს ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვა-შესყიდვის საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა გამოაცხადეს.
სულ 6 თვეში 10,978 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე დიდი ზრდა ვაკანსიების თვალსაზრისით, ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა.
2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 7,799 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 46.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 121.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 9,919 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.2%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 99.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.