შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

გაკოტრებული First Republic Bank-ის აქტივს JPMorgan-ი ყიდულობს

ავტორი Nona
14:56, 1 მაისი, 2023
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
გაკოტრებული First Republic Bank-ის აქტივს JPMorgan-ი ყიდულობს

https://www.reuters.com/

გაზიარებაგაზიარება

JPMorgan-ი ყიდულობს გაკოტრებულ First Republic Bank-ის აქტივების უმეტესობას. ის, ამავე დროს, გადაიბარებს კრედიტორების ყველა დეპოზიტს. გარიგება დღეს, აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) მონაწილეობით შედგა.

JPMorgan-მა განაცხადა, რომ შეიძინა „აქტივების უმრავლესობა“ და გადაიბარა გაკოტრებული ბანკის დეპოზიტები, დაზღვეულიც და დაუზღვეველიც FDIC-ისგან, დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოსგან, რომელიც ბანკის მომხმარებლების დეპოზიტებს აზღვევს.

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ტრანზაქციით JPMorgan Chase მხარს უჭერს აშშ-ის ფინანსურ სისტემას.

ამ გარიგების სწრაფად დასრულებით ფედერალური მარეგულირებელი შეეცადა, გადაერჩინა საბანკო სისტემის მიმართ მომხმარებელთა ნდობა, რომლებმაც ბოლო პერიოდში სამი ძირითადი ბანკის კრიზისი იხილეს.

FDIC-მა, დეპოზიტარების გადარჩენის მიზნით, ერთი თვის წინ ორი გაკოტრებული ბანკი – Silicon Valley Bank და Signature Bank გადაიბარა.

გარიგების დასრულების შემდეგ First Republic Bank-ის 84 ოფისი ხელახლა გაიხსნება უკვე როგორც JPMorgan Chase Bank-ის ფილიალები.

First Republic Bank-მა ოპერირება 1985 წელს სან-ფრანცისკოს ერთი ფილიალით დაიწყო. მარტის ბოლოსთვის ბანკიდან $233 მილიარდის დეპოზიტები გაიტანეს, რის შემდეგაც ის გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა. ფედერალური რეზერვის რეიტინგის მიხედვით, ის ქვეყნის სიდიდით მე-14 ბანკი იყო.

თეგები: FDIC.First Republic BankJPMorgan Chase

დაკავშირებული სიახლეები

რას გამოიწვევს ამერიკული ბანკების რეიტინგების შემცირება
ბანკები და ფინანსები

რას გამოიწვევს ამერიკული ბანკების რეიტინგების შემცირება

13:31, 23 აგვისტო, 2023
საბანკო სექტორის პრობლემების გამო S&P 500 ეცემა 
ბანკები და ფინანსები

საბანკო სექტორის პრობლემების გამო S&P 500 ეცემა 

13:00, 9 მაისი, 2023
First Republic Bank გაკოტრების პირასაა – მომხმარებლებმა ბანკიდან დეპოზიტების ნახევარი გაიტანეს
ბანკები და ფინანსები

First Republic Bank გაკოტრების პირასაა – მომხმარებლებმა ბანკიდან დეპოზიტების ნახევარი გაიტანეს

12:00, 27 აპრილი, 2023

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved