უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ბრიტანეთის რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ქურდობა გახშირდა. სამართალდამცავები ამბობენ, რომ მოპარული ტექნიკა რუსეთში იგზავნება. ამის შესახებ The Telegraph-ის წერს.
რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, ჩამოყალიბდა შავი ბაზარი, სადაც მოპარული საქონელი იყიდება და ის რუსეთის ფედერაციაში იგზავნება.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებლებმა John Deere-მა და Lely-მა, შეწყვიტეს მიწოდება რუსეთსა და ბელორუსში. ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, მოსკოვს ამ ტექნიკის შოვნა ახლა შავ ბაზარზე შეუძლია.
ადრე ტექნიკას უმეტესად ინგლისის აღმოსავლეთ რეგიონებში იპარავდნენ, მაგრამ ბოლო დროს ქურდობის შემთხვევები გახშირდა ქვეყნის ჩრდილოეთით, ასევე შოტლანდიაშიც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინალი ბრიტანეთის სოფლებში წელს 300%-ზე მეტად გაიზარდა.
ყველაზე ხშირად იპარავენ ისეთ ძვირად ღირებულ ტექნიკას, როგორიცაა ექსკავატორები და პორტატიული GPS მოწყობილობები.
ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებით, ყოველთვიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 70 ძვირად ღირებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანას იპარავენ. მხოლოდ მარტში 180 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.