დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ნიდერლანდებთან ერთად ააშენებს მსოფლიოში უდიდეს ელექტროგადამცემ ხაზს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ.
გადამცემა ხაზმა (LionLink ) ნიდერლანდებში ქარის ელექტროსადგურების გამომუშავებული ენერგია გაერთიანებული სამეფოს 1,8 მილიონ მომხმარებლს უნდა მიაწოდოს.
ახალი პროექტი დიდ ბრიტანეთს ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის წყაროებს, ასევე, შეამცირებს რუსეთის როლს ენერგეტიკულ ბაზარზე.
„სასაზღვრო ელექტროენერგიის ხაზი მსოფლიოში მხოლოდ მეორე იქნება, პირველი კი გერმანიამ და დანიამ ააშენეს. თუმცა, მას შეეძლება 4-ჯერ მეტი ელექტროენერგიის გადატანა და ყველაზე დიდი იქნება სიმძლავრის თვალსაზრისით მსოფლიოში”, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
პროექტს, რომლის დასრულებაც 2030-იანი წლების დასაწყისში იგეგმება, ერთობლივად ააშენებენ ჰოლანდიური ენერგოკომპანია TenneT და ბრიტანული National Grid Ventures.