რუსეთმა დონეცკის ირგვლივ შეტევითი ოპერაციების აქტივობა შეამცირა, რათა დამატებითი ძალები ბახმუტის მიმართულებით გადაიყვანოს, – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიმოხილვაში.
„დონბასში ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, თუმცა, რუსეთმა შეამცირა თავისი ჯარების რაოდენობა დონეცკის გარშემო, სავარაუდოდ, რესურსების ბახმუტის მიმართულებით გადამისამართების მიზნით“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აღნიშნულია, რომ ბახმუტში რუსული არმიისა და ვაგნერის დაჯგუფების ძალები ნელ-ნელა წინსვლას განაგრძობენ. ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრში, მთავარი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ გადის.
„უკრაინა მთლიანად აჩერებს რუსეთის ძალებს კორსუნსკაიას ქუჩის გასწვრივ, ძველი მთავარი გზის გასწვრივ, ქალაქის დასავლეთით. უკრაინას სურს, შეტევითი ძალების გამოთავისუფლება, ხოლო რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება ოპერატიული რეზერვის აღდგენას“, – იტყობინება ბრიტანეთის დაზვერვა.