ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

ბიძინა ივანიშვილის ქონება $100 მილიონით გაიზარდა – Forbes-მა მილიარდერების რეიტინგი განაახლა

ავტორი Nona
16:49, 5 აპრილი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის ქონება $100 მილიონით გაიზარდა – Forbes-მა მილიარდერების რეიტინგი განაახლა

reuters.com

გაზიარებაგაზიარება

Forbes-ის განახლებული მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება გასული ერთი წლის განმავლობაში $100 მილიონით გაიზარდა.

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი $4,9 მილიარდით 552-ე ადგილს იკავებს.

ბიძინა ივანიშვილის ქონება Forbes-ის მონაცემებით წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:

2014 – $5.2 მილიარდი;
2015 – $5.2 მილიარდი;
2016 – $4.8 მილიარდი;
2017 – $4.5 მილიარდი;
2018 – $4.6 მილიარდი;
2019 – $4.9 მილიარდი;
2020 – $4.8 მილიარდი;
2021 – $4.8 მილიარდი;
2022 – $4.8 მილიარდი;
2023 – $4.9 მილიარდი.

რეიტინგს ახლავს ბიძინა ივანიშვილის დოსიეც, სადაც Forbes წერს:

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში ლითონის წარმოებასა და საბანკო სექტორებში გამოიმუშავა. შემდეგ ფული გაანაღდა და 2003 წელს სახლში დაბრუნდა.

ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2012 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ცამეტი თვის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან  თავისი მისია შეასრულა.

Forbes ბიძინა ივანიშვილის მიერ Credit Suisse-ისთვის მიბარებულ $1 მილიარდზეც წერს, საიდანაც $100 მილიონზე მეტი ბანკის მენეჯერმა პატრიკ ლესკადრონმა მოიპარა.

ლესკადრონი დამნაშავედ ცნეს 2018 წლის თებერვალში და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2022 წლის დეკემბერში Credit Suisse-მა ივანიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით, $210 მილიონი გადაუხადა.

ივანიშვილი ცხოვრობს 108 000 კვადრატული ფუტის ფართობზე, მთებში, რომელიც თბილისს გადაჰყურებს. მისი ნახატების უზარმაზარ კოლექციაშია პიკასოს დორა მაარი კატასთან ერთად.

დოსიეს Forbes ივანიშვილის ფრაზით ამთავრებს:

„ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, ორასი მილიონი საკმარისია, ამის შემდეგ ეს მხოლოდ სპორტია“.

Forbes-ის შეფასებით, პლანეტის მილიარდერების ქონება სულ $12,2 ტრილიონს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში $500 მილიარდით არის შემცირებული. 2022 წლის მარტში ის $12,7 ტრილიონი იყო.

Forbes მიუთითებს, რომ ჩამონათვალში შემავალი მილიარდერების თითქმის ნახევარი ახლა უფრო „ღარიბია“, ვიდრე ერთი წლის წინ.

თეგები: Credit SuisseForbesბიძინა ივანიშვილიპატრიკ ლესკადრონი

დაკავშირებული სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი, bloomberg
ბიზნესი

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა 500-წევრიან სიაში აღარ არის

14:40, 28 აპრილი, 2025
ბიძინა ივანიშვილი, ნახატები
ბიზნესი

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ივანიშვილის ქონება $2,7 მილიარდამდე შემცირდა

17:18, 1 აპრილი, 2025
გიორგი ბაჩიაშვილი
ბიზნესი

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალს “მტკვარი ჰესის” საქმეზეც წაუყენებენ

20:19, 24 თებერვალი, 2025
ნახატები, ბიძინა ივანიშვილი
ეკონომიკა

ნახატები საქართველოს იმპორტში პირველ ადგილზეა – 2025 წლის იანვრის მონაცემები

12:08, 19 თებერვალი, 2025

ბოლო სიახლეები

ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

49 წუთი-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

12 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

18 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ
ნავთობი

საუდის არაბეთი სიიაფის გამო ნავთობს დაწვავს

21 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved