ბიტკოინმა $57 ათასიანი ზღვარი გადალახა და 2-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.
ეთერიუმის ფასმაც, ორი წლის განმავლობაში პირველად, $3200-ს გადააჭარბა.
ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა ბოლო ორ სესიაზე 10%-ზე მეტად გაძვირდა. ბიტკოინს ფასის ზრდაში დაეხმარა კრიპტოინვესტორისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის MicroStrategy-ის (MSTR.O) მიერ დაახლოებით 3000 ბიტკოინის ყიდვა, რაშიც მან $155 მილიონი დახარჯა.