ბიტკოინი $36,000-ზე მეტი ღირს, რაც ყველაზე მაღალი ფასია ბოლო 1,5 წლის განმავლობაში. ფასის ცვლილება უმსხვილესი კრიპტოვალუტების ETF-ში (exchange traded fund) ინვესტიციის განხორციელების მოლოდინმა გამოიწვია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
9 ნოემბრის სავაჭრო სესიაზე ბიტკოინი 3,6%-ით გაძვირდა და $36 856 შეადგინა.
ეთერიუმის ფასი გაიზარდა 2.2%-ით, ხოლო კრიპტოვალუტა სოლანას (Solana) ფასი გაიზარდა 3.2%-ით.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას მინიმუმ რვა დღე აქვს, რათა გასცეს ნებართვა კრიპტოვალუტის ETF-ების (საბირჟო ვაჭრობის ფონდები) გახსნაზე, რომელთა ფასიც მიბმული იქნება ბიტკოინზე.