კრიპტოვალუტის ფასები მოულოდნელად დაეცა, ყველა დროის მაქსიმალური $99 690-დან. გუშინდელ ვაჭრობაზე ფასის ვარდნა 7% იყო და ერთი ბიტკოინი $93 000-ს მიუახლოვდა. კრიპტოვალუტის მკვეთი ვარდნის შედეგად დაახლოებით $200 მილიარდი “აორთქლდა”.
რა ბედი ეწევა ბიტკოინს? კრიპტო მილიარდერმა მაიკლ ნოვოგრაცმა თქვა, რომ ბიტკოინის ფასი შეიძლება $80,000-მდე დაეცეს, სანამ კვლავ დაბრუნდება აღმავალ ტრენდს.
მისი თქმით, ასეთი პროგნოზის საფუძველი ის არის, რომ ამერიკის “თითქმის მთელი სამთავრობო კაბინეტი ფლობს ბიტკოინს და არის ციფრული აქტივების მომხრე”, – თქვა ნოვოგრაცმა. მას მიაჩნია, რომ ბიტკოინი საბოლოოდ $100 000-იან ნიშნულს მიაღწევს.
“არ გამიკვირდება, რომ ბიტკოინის ფასი ბევრად მაღლა ავიდეთ. ჩვენ ფასების დადგენის პროცესში ვართ. ბაზარზე კრიპტოვალუტის მიწოდება დიდი არ არის.”
კრიპტოვალუტის მკვეთრი გაძვირება არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას მოჰყვა. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის ახალ ეპოქას შექმნის.