უკრაინელი ბიზნესმენები ეკონომიკის სამინისტროს სთხოვენ, დაიწყოს გამოძიება და შემოიღონ საპასუხო აკრძალვები ევროკავშირის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი აკრძალეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინული აგრარული ბიზნესის კლუბი აკეთებს.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, უკრაინას უფლება აქვს, სხვა სახელმწიფოების დისკრიმინაციული ქმედებების საპასუხოდ კონტრზომები მიიღოს.
ამასთან, ბიზნესი მოუწოდებს ხელისუფლებას, პრობლემის გადაწყვეტას დიალოგის გზით შეეცადოს. თუმცა, ქვეყნებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია.