ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის რუმინეთში გადაზიდვა დაიწყო

ავტორი Nona
10:37, 24 აპრილი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის რუმინეთში გადაზიდვა დაიწყო

https://en.trend.az/

გაზიარებაგაზიარება

KazMunayGas-მა აზერბაიჯანულ SOCAR-თან შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება დაიწყო.

ყაზახური ნავთობის პირველმა პარტიამ, რომელიც 80 ათას ტონას შეადგენს, უკვე გაიარა ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი. ამჟამად ჯეიჰანის ტერმინალიდან ნავთობი ტანკერებით გადააქვთ  რუმინეთის პორტის – კონსტანცას მიმართულებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Petromidia-ში.

გასული წლის ბოლოს KazMunayGas-ს და SOCAR-ს შორის ხელი მოეწერა ხუთწლიან ხელშეკრულებას, აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტის შესახებ. ხოლო მიმდინარე წლის მარტში დაიწყო ყაზახური ნავთობის გადაზიდვა აქტაუ-ბაქოს მიმართულებით. ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ფლოტი ნავთობის ტრანსპორტირებაში პარიტეტული პრინციპით არიან ჩართული. 20 აპრილის მდგომარეობით, აქტაუს პორტიდან 86 ათასი ტონა იყო გადაზიდული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყაზახეთმა გაზარდა ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით და ამისთვის ცდილობს, გამოიყენოს მარშრუტი, რომელიც კასპიის ზღვასა და საქართველოს ტერიტორიას გაივლის.

ექსპორტის მოცულობა ამ მარშრუტით შედარებით მცირეა, მაგრამ აჩვენებს, რომ ყაზახეთს სურს, შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსეთზე.

ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტის მთავარი და ყველაზე მომგებიანი მარშრუტი ჯერჯერობით ისევ კასპიის მილსადენია (CPC), რომელიც მსოფლიო ბაზარს რუსული შავი ზღვის ტერმინალის მეშვეობით ამარაგებს.

ყაზახეთის ნავთობის მთლიანი ექსპორტის 80%-ზე მეტი ისევ CPC-ის მეშვეობით გადაიზიდება.

თეგები: KazMunayGasPetromidiaSocarბაქო-ჯეიჯანის ნავთობსადებიკასპიის მილსადენი(CPC).კონსტანცაყაზახეთის ნავთობის ექსპორტი

დაკავშირებული სიახლეები

რუსული გაზი,
ეკონომიკა

აზერბაიჯანული გაზის იმპორტი იანვარ-მაისშიც შემცირებულია, რუსულის კი გაზრდილი – რა არის მიზეზი?

13:20, 21 ივნისი, 2024
ნავთობის ფასი, ნავთობის მოპოვება,
ეკონომიკა

აზერბაიჯანი ევრო-5 ბენზინის წარმოებას იწყებს – რა მოცულობის ნავთობპროდუქტი შემოდის საქართველოში

11:22, 6 ივნისი, 2024
გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქქართველოში, აზერბაიჯანის გაზი, SOCAR,
ეკონომიკა

მსოფლიოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი იზრდება, საქართველოში კი მცირდება 

11:18, 12 თებერვალი, 2024
ყაზახეთი, ნავთობის ექსპორტი
ეკონომიკა

ყაზახეთს ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით სურს

19:49, 31 აგვისტო, 2023

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

4 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

8 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved