2023 წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.15 მილიარდი ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 49.17 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეს კრედიტების ნომინალურად 2.39%-ით ზრდას ნიშნავს. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი ზრდა 1.99%-ს შეადგენს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, სექტემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 603.20 მლნ ლარით (2.28%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 543.78 მლნ ლარით (2.52%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.64%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ლარში გაცემული ჰქონდათ 8.01 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.37%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.84 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.54%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.65%-ით მეტი).
2023 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.24%-ით, ანუ 317.76 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 25.84 მლრდ ლარი შეადგინა.
აგვისტოს თვესთან შედარებით 0.06%-ით შემცირდა ლარიზაციის მაჩვენებელი და 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების 55.01% შეადგინა.