2023 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა გაცემულ სესხებზე 452 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 15,6%-იანი ზრდაა.
სასესხო შემოსავლებით საქართველოს ბანკი ლიდერობს. ბანკმა ერთი წლის განმავლობაში გაცემულ კრედიტებზე გადახდილი პროცენტის სახით 169,720 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. მეორე პოზიციაზეა თიბისი, რომელსაც სესხებიდან 161,1 მილიონი ლარის შემოსავალი უფიქსირდება. მესამე ადგილს ლიბერთი ბანკი იკავებს 36,222 მილიონი ლარის სასესხო შემოსავლით. კრედოს გაცემულ კრედიტებზე მომხმარებლებმა 28 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს. ხოლო ბაზისბანკის შემოსავალმა 19,9 მილიონ ლარს მიაღწია.
გასულ წელს ყველაზე მზარდი ბაზისბანკის პორტფელი იყო. სანქცირებული ვითიბის აქტივის მიერთების გამო, ბანკის სასესხო პორტფელმა წლიურად 90%-იანი ზრდა აჩვენა. საქართველოს ბანკის სასესხო შემოსავლები წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-ით არის გაზრდილი. ხოლო თიბისის წლიურად 16.7% -იანი ზრდა აქვს.
ბანკების რეიტინგი გაცემული კრედიტების და სასესხო შემოსავლების მიხედვით 01.02. 2023-თვის (მლნ,ლარი):
თიბისი ბანკი |
17,252,693 |
161,105 |
საქართველოს ბანკი |
16,388,324 |
169,720 |
ლიბერთი ბანკი |
2,509,283 |
36,222 |
ბაზისბანკი |
2,059,913 |
19,885 |
კრედო |
1,781,022 |
28,085 |
პროკრედიტ ბანკი |
1,137,872 |
8,506 |
ტერა ბანკი |
1,058,827 |
10,532 |
წყარო: ბიზნესპარტნიორი