კომერციულ ბანკებში შეტანილ ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი მცირდება.
წლიური სარგებლის პროცენტს ყველა კომერციულ ბანკმა გადახედა და ვადიან დეპოზიტებზე საშუალოდ 0,25-0,5%-ით შეამცირა.
განაკვეთის შემცირება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების კვალდაკვალ მოხდა.
28 მაისის მდგომარეობით, ლარში გახსნილ 1-წლიან ვადიან ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი ამჟამად ბაზისბანკს აქვს. ბანკი დეპოზიტს წლიურად 10,53%-ს არიცხავს.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გახსნილ ანაბრებს, აშშ დოლარში ყველაზე მაღალ სარგებელ ლიბერთი არიცხავს -3.9%-ს, ხოლო ევროში გახსნიულ ანაბარზე ყველაზე მაღალი შეთავაზება ამჟამად ტერა ბანკს აქვს 2,5%.
შესაძლოა, ბანკებმა განაკვეთები კიდევ შეამცირონ, მაისში ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8%-მდე დაწევის გავლენით. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება საბანკო დეპოზიტების პროცენტებზე სავარაუდოდ, მოგვიანებით აისახება.
კომერციული ბანკები ლარი დოლარი ევრო
თიბისი 10% 1,5% 0,4%
საქართველოს ბანკი 9,81% 1,5% 0,4%
ლიბრთი ბანკი 10,20% 3,9% 1,5%
ბაზისბანკი 10,53% 3,51% 2%
ქართუ ბანკი 9,25% 3,25% 2%
პროკრედიტბანკი 9,38% 2,12% 1,61%
ტერა ბანკი 10,50% 3,20% 2,50%