ბაზისბანკმა ანაბრების პროცენტი გაზარდა. პირველი აგვისტოდან ლარის ერთწლიანი ანაბრის (ვადის ბოლოს გატანის პირობით) წლიური სარგებელი 10.62%-ია. საპროცენტო განაკვეთი სავალუტო დეპოზიტზეც გაიზარდა. აშშ დოლარში, 12 თვის ვადით შეტანილ ანაბარს ბანკი 3.51%-ის სარგებელს დაარიცხავს. ევროში კი ვადიანი დეპოზიტის წლიური სარგებელი 2%-ია.
ამ დროისთვის, საბანკო ბაზარზე წამყვანი ბანკებს შორის ბაზისბანკს ლარის ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი აქვს.
წლიური სარგებელი გაიზარდა პროკრედიტ ბანკშიც. ერთწლიან ვადიან ანაბარზე, საპროცენტო სარგებელი ვადის ბოლოს გადახდით, ლარში 9,10%-დან იწყება, აშშ დოლარში -3,13%-დან, ხოლო ევროში- 2,64%-დან.
ბანკი ლარი აშშ დოლარი ევრო
ბაზისბანკი 10,62% 3,51% 2,0%
თიბისი 10,5% 1,5% 0,4%
ლიბერთი 10,2% 3,9% 1,5%
საქართველოს ბანკი 10,0% 1,5% 0,4%
პროკრედიტ ბანკი 9,10% 3,13% 2.64%