ბაზისბანკმა პირველად საქართველოში, მდგრადი საჯარო ობლიგაციების ემისიას ახორციელებს.
ობლიგაციების საერთო ღირებულება $20 მილიონს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს ბანკი მწვანე და სოციალური პროგრამების დაფინანსებისთვის გამოიყენებს.
მდგრადი საჯარო ობლიგაციების გამოშვების შესახებ ბანკის ხელმძღვანელობა ოფიციალურად 9 აგვისტოს, 12:00-ზე გამოაცხადებს.