საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკური, სამოაქალაქო და სოციალური ჩართულობა დაბალია. ამას აჩვენებს ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მიერ ჩატარებული ახალგაზრდობის კვლევაც.
გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები ძირითადად აპათიურად არიან განწყობილნი. ახალგაზრდების უმეტესობა ამბობს, რომ არ აინტერესებს პოლიტიკა. ისინიც კი, ვინც აღნიშნავენ, რომ გარკვეულწილად დაინტერესებული არიან პოლიტიკით, იშვიათად განიხილავენ პოლიტიკას თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან, იშვიათად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს.
კვლევის თანახმად, ახალგაზრდების მინიმუმ 75% ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკურ აქტივობაში (მაგ. მოხალისეობა, შემოწირულება, პეტიციების ხელმოწერა, დემონსტრაციებში მონაწილეობა, და ა.შ.). ყველაზე ხშირად დასახელდა დასახლების ან მეზობლების წინაშე არსებული პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა (17%).
ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი თანატოლების ინტერესები არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში. გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ ახალგაზრდა ადამიანების ინტერესები სუსტად ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში.
ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილი გეგმავს პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ახალგაზრდების მხოლოდ 17% ამბობს, რომ სიამოვნებით ან სავარაუდოდ შეითავსებდა პოლიტიკურ ფუნქციას.
ახალგაზრდების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობა ძალიან დაბალია. პოლიტიკური, სამოქალაქო ან მოხალისეობრივი აქტივობის შესახებ გამოკითხვიდან ჩანს, რომ ყოველი 4 რესპონდენტიდან 3 არცერთში არ ყოფილა ჩართული. გამოკითხულთა 63% არ ჩართულა არანაირ აქტივობაში. იმ ახალგაზრდების ჩართულობა, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება, ოდნავ უფრო მაღალია საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებთან შედარებით.
ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა ჯერ კიდევ დაბალია.
გამოკითხულთა მხოლოდ 17%-ს მიუღია მონაწილეობა საკუთარი თემის ან სამეზობლოს პრობლემის გადაჭრაში,
14%-ს გამოუხატავს აზრი ონლაინ საჯარო სივრცეში ან დებატებში მიუღია მონაწილეობა,
14%-ს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისეობის გამოცდილება,
9%-მა შეწყვიტა რაიმეს ყიდვა პოლიტიკური ან გარემოსდაცვითი მიზეზების გამო ან გააკეთა შემოწირულება რომელიმე ორგანიზაციისთვის.
8%-ს მოუწერია ხელი პეტიციისთვის და მონაწილეობა მიუღია დემონსტრაციაში.
7%-ს აქვს პოლიტიკურ პარტიასთან ან ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება.