შეერთებულ შტატებში აგვისტოს თვეში წლიურმა ინფლაციამ 2.2% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალია 2021 წლის შემდეგ.
საბაზისო ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქირის და საცხოვრებლის სხვა ხარჯებმა, რომელიც განაგრძობდა სწრაფად მატებას. ამავდროულად, გასულ თვეში საქონლის სავაჭრო დეფიციტი ყველაზე მეტად შემცირდა თითქმის ორი წლის განმავლობაში.
სამომხმარებლო ფასების დონე დაუახლოვდა ფედერალური რეზერვის(Fed) სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც 2%-ს შეადგენს. თუმცა, ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ფასების შემცირება არ არის საკმარისად დიდი, რომ ფედერალურმა რეზერვმა(Fed) საპროცენტო განაკვეთი ნოემბერში 50 საბაზისო პუნქტით შეამციროს.
Fed-ის გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს სამუშაო ადგილების ზრდისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემები, რომელიც პარასკევს უნდა გამოქვეყნდეს.