შეერთებული შტატები საქართველოს შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატები, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში დაშვებას. ადმინისტრაციამ განმარტება Accent-თან გააკეთა.
„თუკი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს სანქციების დაწესება ქართული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოემსახურებიან თვითმფრინავებს“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გათვალისწინებით, „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არ არის“.
„ქართველი ხალხისთვის უკეთესი იქნება, პუტინის მიერ რუსული ჯარის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გაყვანა, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის გაუქმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
10 მაისს, რუსეთმა აღადგინა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში ხანმოკლე ვიზიტით მიემგზავრებიან. ასევე გააუქმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და მოითხოვა ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას მისცემს რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.