აშშ საელჩო საქართველოში მიესალმება ქართული ოცნების მიერ „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევას. ამავე დროს, საელჩო დაჟინებით მოუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის” შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით”,- წერია განცხადებაში.
საელჩო მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ „გულწრფელად, ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია”, – ნათქვამია აშშ საელჩო საქართველოში მიერ გავრცელებულ განცხადებაში.