ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების ნაკადი შემცირდა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ავტორი Nona
15:29, 16 მაისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების ნაკადი შემცირდა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

https://www.dw.com/

გაზიარებაგაზიარება

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების ნაკადი მოულოდნელად შემცირდა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზღვრის გაკვეთის მსურველთა რაოდენობა ისე არ გაზრდილა, რასაც 12 მაისიდან, ტიტული 42-ის ვადის ამოწურვის შემდეგ ელოდებოდნენ. ბაიდენის ადმინისტრაცია ამას უკანონო შესვლისთვის ჯარიმების სისტემის აღდგენას უკავშირებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა ალეხანდრო მაიორკიმ თქვა, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მიგრანტების რაოდენობა საზღვარზე 50%-ით შემცირდა.

ტიტული 42-ის რეგულაცია, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს COVID-19-ის შეზღუდვის მიზნით იყო მიღებული, საშუალებას იძლეოდა, მიგრანტები გაეძევებინათ თავშესაფრის მიღების პროცესის გავლის გარეშე. თუმცა, მათთვის ჯარიმების დაკისრებას არ ითვალისწინებდა.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 12 მაისიდან ამოქმედებული ახალი რეგულაცია კი მიგრანტებს ავალდებულებს, საიმიგრაციო შეხვედრა აპლიკაციის საშუალებით დანიშნონ ან თავშესაფარი მოითხოვონ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ისინი აშშ-ის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე გაივლიან.

თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და მათ შეერთებულ შტატებში არალეგალურად შესვლისას დააკავებენ, 5 წლით აეკრძალებათ აშშ-ში ხელახლა შესვლა, თუნდაც, ლეგალური გზით. სხვა დარღვევებისთვის გათვალისწინებულია პატიმრობაც.

https://www.theguardian.com/

„შეერთებულ შტატებში ჩასვლის კანონიერი, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზა არსებობს. ეს არის გზები, რომლებიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უპრეცედენტოდ გააფართოვა. თუ ადამიანი  ამ კანონიერ გზებს არ გამოიყენებს, ამას მოჰყვება შესაბამისი შედეგი”, – განაცხადა მეიორკასმა.

რესპუბლიკელებმა, რომლებიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, განაცხადეს, რომ საზღვარზე მიგრანტების ნაკადის ზრდა ჯერ კიდევ წინაა.

პალატის უსაფრთხოების კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ მარკ გრინმა განაცხადა, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა ვერ თქვა სიმართლე და რეალურად„ამ კვირაში მიგრანტების მიერ იყო საზღვრის მეტი კვეთა, ვიდრე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კვირას, ჩვენს ისტორიაში”.

თეგები: ალეხანდრო მაიორკიაშშ-მექსიკის საზღვარიაშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამარკ გრინიმიგრანტებიტიტული 42

დაკავშირებული სიახლეები

შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ყირგიზეთს, სადაც საქართველოდან ექსპორტი წელს 1360%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ყირგიზეთს, სადაც საქართველოდან ექსპორტი წელს 1360%-ით გაიზარდა

12:54, 19 ივლისი, 2023
მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში ოდესიდან ბოლო გემი გავიდა – აშშ რუსეთს აფრთხილებს
ეკონომიკა

მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში ოდესიდან ბოლო გემი გავიდა – აშშ რუსეთს აფრთხილებს

09:53, 17 ივლისი, 2023
გატაცებულია ათობით მიგრანტი, რომლებიც მექსიკიდან აშშ-ში მიდიოდნენ
საზოგადოება

გატაცებულია ათობით მიგრანტი, რომლებიც მექსიკიდან აშშ-ში მიდიოდნენ

18:41, 18 მაისი, 2023
თეთრი სახლი: G7 რუსეთში ექსპორტის სრულ ემბარგოს არ განიხილავს
ეკონომიკა

თეთრი სახლი: G7 რუსეთში ექსპორტის სრულ ემბარგოს არ განიხილავს

15:17, 18 მაისი, 2023

ბოლო სიახლეები

ნავთობის ფასი, ირანი, ისრაელის თავდასხმა

ნავთობი ირანზე ისრაელის თავდასხმის საფრთხის გამო ძვირდება

13 წუთი-ის წინ
ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

2 საათის-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

14 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

19 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

20 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved