აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა აშშ-ის მთავრობა გააფრთხილა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი თუ არ გაიზარდა, ივნისისთვის ქვეყანას დეფოლტი დაემუქრება.
ფულის ამოწურვის საფრთხის შესახებ საუბრისას, აშშ-ს ხაზინა დაეყრდნო საგადასახადო შემოსავლების შესახებ უახლეს მონაცემებს.
„ბოლოდროინდელი ფედერალური საგადასახადო შემოსავლების შესწავლის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, ვერ შევძლებთ მთავრობის ყველა ვალდებულების შესრულებას ივნისის დასაწყისში, თუ კონგრესი მანამდე არ გაზრდის ან არ შეაჩერებს ვალის ლიმიტს“, – თქვა ილენმა.
ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს ზუსტი თარიღს, როდესაც ხაზინა ვეღარ შეძლებს მთავრობის გადასახადების გადახდას.
სახაზინო მდივნის წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიწვია პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი 9 მაისს კონგრესის სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე.
ეს მოწვევა მიუთითებს, რომ თეთრი სახლი ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით ცვლილებებს აპირებს.
რესპუბლიკელებმა გასულ კვირას მიიღეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში, რომლითაც იზრდება ვალის ზღვარი, რაც დეფოლტის რისკს მინიმუმ მომავალ წლამდე გადაავადებს. კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს რესპუბლიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ხარჯების შემცირების გრძელ ჩამონათვალს, რასაც დემოკრატები არ ეთანხმებიან. უცნობია, მზად არიან თუ არა დემოკრატები ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის.
როგორც ჩანს, ბაიდენი იძულებული იქნება, რესპუბლიკელებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.