თეთრი სახლი კიევისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს, ამჯერად – $2,6 მილიარდის ოდენობით.
როგორც დასავლური მედია ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, პაკეტი, სხვა დახმარებასთან ერთად, მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო სათვალთვალო რადარებს, წყლის დაბრკოლებების გადალახვის აღჭურვილობას, სარემონტო და ევაკუაციის მანქანებს, NASAMS-ის საჰაერო რაკეტებს.
ამ სამხედრო დახმარების სიაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, გადაცემული იარაღის ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს.
მანამდე, 29 მარტს, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა აშშ-ის მთავრობისგან $1,25 მილიარდის საგრანტო დახმარება მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი 20 მარტს, უკრაინისთვის $350 მილიონის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.