შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

აღურიცხავი საწვავი, დაუსაბუთებელი შესყიდვები – რა დარღვევები აღმოუჩინა აუდიტმა აფხაზეთის მთავრობას

ავტორი Nona
19:15, 11 მაისი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
აღურიცხავი საწვავი, დაუსაბუთებელი შესყიდვები – რა დარღვევები აღმოუჩინა აუდიტმა აფხაზეთის მთავრობას

https://www.easyllama.com/

გაზიარებაგაზიარება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის მთავრობის და უწყების სამინისტროების მიერ 2020-2021 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღების, გამოყენებისა და მათზე გაწეული ხარჯების აუდიტი.

აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურების მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მუდმივად არის საუბარი. მათ მუშაობაში დარღვევები წინა წლებშიც არაერთხელ გამოვლინდა.

აუდიტის შედეგად არაერთი ნაკლოვანება გამოვლინდა. აღრიცხვის დოკუმენტების შემოწმებით აღმოჩნდა, რომ უწყების მიერ ავტომობილების შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. აფხაზეთის მთავრობის მაღალი გამავლობის ავტომობილის გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ხშირი მივლინებებს ასახელებს, თუმცა, ამის საჭიროება არ იყო.

მაღალი გამავლობის ავტომობილის ნაცვლად, ამავე კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, დაახლოებით, 10 ათასამდე ლარი დაიზოგებოდა.

ავტომანქანის რემონტზე არამიზნობრივად დახარჯული სახსრები 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ავტოსადგომზე დგომის დროს დაზიანდა, მაგრამ ამ შემთხვევის შესახებ სადაზღვევო კომპანიისა და საპატრულო პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ და ავტომანქანა გარემონტდა საბიუჯეტო სახსრებით, რისთვისაც 1 700 ლარი გაიხარჯა.

აფხაზეთის მთავრობამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ მძღოლმა, მანქანის დაზიანების შესახებ ხელმძღვანელობას დაგვიანებით აცნობა, ამის გამო დამნაშავის დადგენა შეუძლებელი გახდა და უწყება იძულებული გახდა, ის ბიუჯეტიდან გაერემონტებინა.

ბევრად მეტი, 26 487 ლარია დახარჯული კიდევ ერთი სამსახურებრივი ავტომობილის – მერსედეს-ბენცის შეკეთებაზე, რაც ავტომანქანის შეძენის ღირებულების 41%-ია.

ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შეძენა და სარემონტო სამუშაოების შესრულება არასრულყოფილად შედგენილი დეფექტური აქტების საფუძველზე, ზოგჯერ კი საერთოდ მათ გარეშე.ხდებოდა.

აღურიცხავი საწვავის ტალონები

აფხაზეთის მთავრობა დარღვევებით იყენებდა კიდევ ოთხ სამსახურებრივ ავტომობილს. ერთ-ერთი ავტომობილი მთავრობის აპარატს 2019 წლის ნოემბერში სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან გადაეცა, რომელიც მას 65 000 ლარად ჰქონდა შეძენილი.

ამ მანქანების მოძრაობის აღრიცხვის დოკუმენტს აუდიტმა ვერ მიაგნო. ასევე არ კონტროლდებოდა საწვავის ლიმიტი. იყო შემთხვევები, როცა თანამშრომლები მივლინებაში არ იყვნენ, მაგრამ საწვავს სახელმწიფოს ხარჯზე ასხამდნენ. აღრიცხვის დოკუმენტი ზოგ შემთხვევაში არ წარმოებდა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში − დაიკარგა.

დოკუმენტაციის გარეშე გაიცემოდა ავტომანქანის რეცხვის ტალონები, ისე, რომ ხარჯის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობდა. ამის გამო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად 13 061 ლარზე მეტი დაიხარჯა.

ჩაშლილი ტენდერები და უხარისხოდ შესრულებული სამუშაო

აუდიტმა ასევე აჩვენა, რომ ტენდერში გამარჯვებულები კონკურენციის გარეშე ვლინდებოდა. ჩატარებული 13 ტენდერიდან 9-ში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამასთანავე, ხშირი იყო ტენდერების ჩავარდნის შემთხვევები, 2020-2021 წლებში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს გამოცხადებული 59 ტენდერიდან 13 არ შედგა.

აუდიტის სამსახური დოკუმენტში უთითებს, რომ 11 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, რაც ძირითადად უკავშირდებოდა სამუშაოების უხარისხოდ და არასრულად შესრულებას. ასეთ ობიექტებზე, 4100 ლარამდე სამუშაოების შესრულება არ დადასტურდა.

ასევე, ვერ დადგინდა, სად, რომელ ობიექტებზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რამაც ბიუჯეტიდან 107 750 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის რისკები შექმნა.

აუდიტის სამსხურმა მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.  პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

თეგები: აფხაზეთის მთავრობასაწვავის ტალონებისახელმწიფო აუდიტი

დაკავშირებული სიახლეები

სულხან ზუმბურიძე
ბიზნესი

ელექტროსისტემის ყოფილი დირექტორის კომპანიების მილიონიანი ტენდერები და კავშირები სახელმწიფო მოხელეებთან – TI-ის გამოძიება

12:34, 24 ოქტომბერი, 2023
რა წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში სამსახურზე, რომელსაც თბილისში სანიაღვრე ქსელის მოვლა ევალება
საზოგადოება

რა წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში სამსახურზე, რომელსაც თბილისში სანიაღვრე ქსელის მოვლა ევალება

14:31, 30 აგვისტო, 2023

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

22 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

23 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved