აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. დღეს, ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები ავტომატურად მას შემდეგ გაითიშა, რაც აფხაზეთში ენერგომოხმარებამ მოიმატა. ენერგომომარაგება რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად იყო გათიშული.
“ენგურჰესის” ინფორმაციით, ამჟამად ერთი აგრეგატი მუშაობს, მინიმალური სიმძლავრით, რადგან ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მინიმალურ დონეზეა.
ენგურჰესი და ვარდნილჰესი დაბალი დატვირთვით, მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით მუშაობს.
აფხაზეთში ენერგომომარაგება გრაფიკით ხორციელდება. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, აფხაზეთში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა ერთი კვირაა შეჩერებულია.