საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება აპრილში წლიურად 4,1%-ით შემცირდა. 995 გვტ.სთ შეადგინა. მოხმარება საცალო სექტორში 2,4%-ით, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში 4%-ით გაიზარდა.
ხოლო აფხაზეთის მოხმარება წლიურად 26.7%-ით არის შემცირებული.
შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას თქმით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირების გამო, აპრილში სრული დატვირთვით არ მუშაობდა ენგურჰესი. ამის მიზეზი იყო ის, რომ მოთხოვნა შემცირებული იყო არ მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც, მათ შორის თურქეთიდან, სადაც გაზაფხულზე წყალუხვობა იყო.
„ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში შეამცირეს. 2022 წლის შემდეგ, როცა აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის ხარჯვა მაქსიმალურ დონეზე იყო, მოხმარებამ შედარებით დაიკლო.
რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ აღარ აძლევს. გარდა ამისა, კრიპტო მაინერების უკანონო მუშაობაც შეიზღუდა, რასაც მნიშვნელოვანი შედეგი აქვს. ამჟამად აფხაზეთის მოხმარება 210 მეგვატია, როცა ადრე, 70-80 მეგავატით მეტი იყო. ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით 30% -ით არის შემცირებული.
თუმცა, მოსახლეობის მოხმარების აღრიცხვა კვლავაც არ ხდება, რადგან უმეტესი ნაწილი გამრიცხველიანებული არ არის”,– აღნიშნავს BRG-თან ლევან მებონია.