შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

არალეგალი მიგრანტებისთვის აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის ახალი წესი ამოქმედდა

ავტორი Nona
09:40, 12 მაისი, 2023
- სიახლეები
არალეგალი მიგრანტებისთვის აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის ახალი წესი ამოქმედდა

https://www.thetimes.co.uk/

გაზიარებაგაზიარება

დღეს, 12 მაისს, შეერთებულ შტატებში ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომელიც მექსიკიდან და სხვა მოსაზღვრე ქვეყნებიდან საზღვარზე გადასული მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების წესებს ამკაცრებს. შეზღუდვები, რომელუც  Covid-19-თან დაკავშირებით დაწესდა, ცნობილია ტიტული 42-ის სახელით და რომელიც საზღვარზე მოქმედებდა, ვადა 11 მაისს ამოეწურა.

რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია

ახალი რეგულაციის მიხედვით, არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნიდან ძალადობასა და გაუსაძლის პირობებს გაექცნენ, თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ ექნებათ, თუ აშშ-ის მიმართულებით მიმავალ გზაზე სხვა ქვეყნებში არ ეცდებიან დაცვისა და დახმარების მიღებას ან თუ ისინი სხვა ნებისმიერი არალეგალური გზით ეცდებიან შეერთებულ შტატებში მოხვედრას.

ახალი რეგულაცია ასევე ითვალისწინებს მიგრანტის მონაცემების უფრო სწრაფ, უფრო ზუსტად, რამდენიმე დღეში დამუშავებას და მალევე დეპორტაციას, თუ ის თავშესაფრის მიღების აუცილებლობას ვერ დაამტკიცებს.

ამრიგად, ახალი შეზღუდვების შემოღება არის აშშ-ის მცდელობა, თავიდან აიცილოს მიგრაციის მოსალოდნელი ზრდა.

CNN

აშშ-ის მიგრაციის სამსახურს დროებით 500 თანამშრომელს დაუმატებენ ინტერვიუების ჩატარებაში დასახმარებლად, ხოლო პენტაგონმა 1500 სასაზღვრო პატრული გაგზავნა საზღვრის კონტროლის გასაძლიერებლად.

არალეგალი მიგრანტების გაძევება ცხადია, გაგრძელდება.

ახლა აშშ-ის ოფიციალური პირები უფრო მეტად დაეყრდნობიან ათწლეულების წინანდელ ტიტულ 8-ს, რომელიც მიგრანტების უფრო მკაცრ კონტროლს ითვალისწინებს. კერძოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას, მათ შეერთებულ შტატებში ხელახლა შესვლა სულ მცირე, ხუთი წლით აეკრძალებათ.

ხოლო თუ ისინი საზღვრის გადაკვეთას ხელახლა შეეცდებიან, შესაძლებელია, სისხლის სამართლებრივი დევნა დაემუქროთ.

მიგრანტების უფლებების დამცველების ინფორმაციით, ტიტული 8-ით სასაზღვრო მოხელეები მიგრანტებს ტიტული 42-ის მოქმედების პერიოდშიც აკავებდნენ.

აშშ-ის საზღვარზე არალეგალურად გადამსვლელი მიგრანტების რიცხვი ყოველდღიურად 10 000-ს აჭარბებს.

აშშ-ის ადმინისტრაცია მათ შესაკავებლად მოსაზღვრე ქვეყნებში ახალი მიგრაციის ცენტრების გახსნას აპირებს.

 

თეგები: მიგრაციატიტული 42ტიტული 8

დაკავშირებული სიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამარშრუტო რაქსი, მგზავრები, გაჩერება
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 შეადგინა – რის ხარჯზე არის ზრდა

12:08, 25 აპრილი, 2025
ოლაფ შოლცი, გერმანიის ეკონომიკა, მიგრაცია
საზოგადოება

ოლაფ შოლცი ამბობს, რომ გერმანიის ეკონომიკას ემიგრანტები სჭირდება

17:36, 11 სექტემბერი, 2024
მიგრაცია გერმანიიდან, საქართველო-გერმანიის მიგრაციის ხელშეკრულება,
საზოგადოება

რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული მიგრაციის შეთანხმება

13:33, 19 დეკემბერი, 2023
TBC Capital, ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკა

ეკონომიკაზე მიგრაციის გავლენა წელსაც პოზიტიური, მაგრამ ბევრად ნაკლები იქნება – TBC Capital

13:20, 6 სექტემბერი, 2023

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved