საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აპრილისთვის, სავალუტო რეზერვები $208 მილიონით გაიზარდა და $4.5 მილიარდი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.
როგორც სებ-ი განმარტავს, რეზერვების შევსებას ხელი შეუწყო ბაზრის ხელსაყრელმა პირობებმა,
მარტის მონაცემებით, ეროვნულმა ბანკმა $101.7 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელა, ხოლო აპრილის სტატისტიკა 27 მაისს გამოქვეყნდება.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.8% (757.7 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
ოქროს ფასის ზრდის გამო, აპრილის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა $42.9 მლნ-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ტქმით, ოქროს შესყიდვა რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგია განაპირობებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 9 ივნისს გამოაქვეყნებს.