ბინების ფასები
2024 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასები თვიურად გაიზარდა ახალ პროექტებზე (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე).
ხოლო მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე თვიურად 2.6%-იანი კლება დაფიქსირდა. ასეთი მონაცემები აჩვენა Galt&Taggart-ის კვლევამ.
1 კვ. მეტრის საშუალო შეწონილმა ფასმა პირველად ბაზარზე $1 269 შეადგინა, მეორად ახალ პროექტებში- $1241, ხოლო მეორად ძველ პროექტებში $1 009 დაფიქსირდა.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები($/1 კვ.მ)
ფასების ყველაზე დიდი წლიური ზრდა თეთრი კარკასის ბინებზე ვაშლიჯვრის პროექტებში დაფიქსირდა +23%, მაღალი იყო ზრდა +21% სამგორში და ისანში +19%.
ყველაზე მაღალი ფასი თეთრი კარკასის ბინებს ტრადიციულად ვაკეში აქვს- $2350, აპრილის თვის მონაცემებით, კრწანისმა ფასით გადაუსწრო საბურთალოს და კვ. ფართის საშუალო ფასმა $1488-ს მიაღწია.
2024 წლის აპრილში თბილისში $247.9 მლნ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იანი ზრდაა და ეს მკვეთრი ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება.
აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ 4 თვეში $965.2 მლნ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა (+9.0% წ/წ), რაც ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვებისა და ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
გაყიდული ბინების რაოდენობა