2023 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობამ 2 537 ერთეული შეადგინა და, წინა წლის აპრილთან შედარებით, 27%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში კი ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით, 1 133 ერთეულამდე შემცირდა, – უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგებს Colliers Georgia აქვეყნებს.
თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 31%-იანი კლება ფიქსირდება გასული წლის აპრილთან შედარებით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 18%-ით არის შემცირებული .
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალაშენებულ ეკონომსეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 42%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმსეგმენტში კი მაჩვენებლის 9% და 2%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბაზრის ზომა თბილისში 22%-ით, $141 მილიონამდე, ბათუმში კი 15%-ით, $50 მილიონამდეა შემცირებული. თბილისსა და ბათუმში საშუალო შეწონილი ფასი, შესაბამისად, 10%-იანი და 19%-იანი ზრდის ნიშნულზეა.