შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური Jan De Nul განახორციელებს

ავტორი Nona
13:06, 1 აგვისტო, 2024
- ეკონომიკა, სიახლეები
ანაკლიის პორტი, „იან დე ნული“
გაზიარებაგაზიარება

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ამის თაობაზე მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა.

ბელგიურმა კომპანიამ ანაკლიის ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოები უნდა განახორციელოს.

„ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა”, – წერია  სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის ინფორმაციით, პორტის მშენებლობა დაახლოებით $600 მლნ დაჯდება, ხოლო პირველი გემები ნავსადგურმა 2029 წელს უნდა მიიღოს. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება.

როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის 49%-იანი წილის მფლობელი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია, რომელთანაც საქართველო მთავრობა კონტრაქტს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გააფორმებს.

კონსორციუმში შედის ორი ჩინური სახელმწიფო კომპანია: CCCC – „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited) და CHI – „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment).

პროექტის ინვესტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შემოყვანამდე, 2020 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, იმ მოტივით, რომ მან  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. კონსორციუმმა მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა.

30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამბობს, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ინვესტორი კორუფციულ სკანდალებშია გახვეული და აშშ-ს მთავრობის მიერ არის სანქცირებული.

თეგები: Jan De Nulანაკლიის განვითარების კონსორციუმიანაკლიის პორტიეკონომიკის სამინისტროირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სიახლეები

პაველ ჰერჩინსკი
საზოგადოება

ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია: ჰერჩინსკი

12:16, 12 ივნისი, 2025
რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, აშს-ის დახმარება, შუა დერეფანი, ფოთის პორტი,
საზოგადოება

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს

14:32, 5 ივნისი, 2025
ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება

ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ვაშინგტონს ურთიერთობის “სუფთა ფურცლიდან” დაწყებას სთავაზობს

16:03, 28 მაისი, 2025
ირაკლი კობახიძე,
საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს

11:02, 13 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

5 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

7 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved