აზიის განვითარების ბანკმა 2024 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. რაც სეეხება 2025 წლის ზრდის პროგნოზს, ის უცვლელად, 5.5%-ზე შეინარჩუნა.
აზიის განვითარების პროგნოზის 2024 წლის სექტემბრის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7%-მდე ზრდა მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა”,- ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
ADB მიმდინარე წლის აპრილში გაკეთებული პროგნოზით, ეკონომიკის 5%-იან მატებას ვარაუდობდა.
ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. შიდა მოხმარებამ — ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა — გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.
“საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა” განაცხადა ADB-ის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა, ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი წინაპირობაა განაგრძოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება.”