გასულ წელს აგრარული პროდუქციით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 184%-ით გაიზარდა და უკვე $590 მილიონს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ აგრარული პროდუქტის იმპორტი საქართველოში, ექსპორტს $590 მილიონით აღემატება. 2021 წელს ეს სხვაობა $208 მილიონი იყო.
2022 წელს საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან $1,852 მილიარდის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით, 37%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტი $1.262 მილიარდს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, ზრდა 11%-ია.
საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე დიდი მომწოდებელი რუსეთია. მთლიან იმპორტში მისი წილი 28%-ს შეადგენს. მეორეა თურქეთი 14%-ით, უკრაინა – 6%, ბრაზილია – 6%.
ძირითადი იმპორტირებული პროდუქტებია: სიგარეტები – 7%, შინაური ფრინველის ხორცი – 5%, შაქარი – 5%, შოკოლადის ნაწარმი – 5%, ხორბლის ფქვილი – 4%.
აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 22%-ს შეადგენს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ძირითადად ხორციელდება შემდეგი პროდუქციის იმპორტი: საკვები დანამატები (7%), ცხოველების საკვები (6%), ფრინველის ხორცი (6%), სპირტიანი სასმელები (6%) და შაქარი (5%).