ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსაული ფულადი გზავნილების მოცულობამ $290.6 მლნ (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 0.3%-ით ($0.9 მლნ-ით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით პირველია ამერიკის შეერთებულმა შტატები. აშშ-დან სულ $51 მილიონი გადმოირიცხა. ივლისშიც საქართველოში აშშ-დან ყველაზე მეტი, $50,34 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა. გადმორიცხვების ზრდა ამ ქვეყანაში ემიგრაციის ზრდას უკავშირდება.
მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც აგვისტოში ფულადმა გზავნილებმა $49 მილიონს მიაღწია. მესამეზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც გზავნილები წლიურად 30%-ით არის შემცირებული, რაც საქართველოში რუსი მიგრანტების ნაკადის კლებას უკავშირდება, რასაც ერთჯერადი გადმორიცხვების კლება მოჰყვა.
საერთო ჯამში ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილები მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:
2024 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ $33.1 მლნ (89.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აგვისტოს ($29.5 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.