საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.
მშპ-ს ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ზრდის მიმართულებით შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.
მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით შემცირებულია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ხარჯები, ასევე შემოსავლები.